უკრაინას მაინც ვერ აიღებთ - ზელენსკი



უკრაინას მაინც ვერ აიღებთ - ზელენსკი

ომის მე-7 დღეს უკრაინელებს ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა. 

დღეს ომის 7-ე დღეა. ამ 7 დღის განმავლობაში იმაზე უფრო მეტი ერთიანობა ვაჩვენეთ, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში. გამარჯვების, სიმართლის, მშვიდობის, სიმშვიდის, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და მომავლისთვის ბრძოლაში ჩვენ ერთიანები გავხდით. ერთმანეთს თვალებში შეხვდეთ, ერთმანეთი შეგვიყვარდა და ერთმანეთს დახმარების ხელს ვუწვდით.

გუშინ დილით, ხარკოვის თავისუფლების მოედანზე, ჩვენ ყველანი ხარკოველები ვიყავით. შემდეგ მტერმა ბოროდიანსკის სახლები დაგვიბომბა. მთელი ღამე კიევში გვბომბავდნენ და ბოლოს ყველანი ბაბინ იართან სარაკეტო იერიშის დროს დავიღუპეთ. ბაბინ იარი კიევისა და ევროპის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ეს არის იმ 100 ათასი ადამიანის სულების სალოცავი და მოსახსენიებელი ადგილი რომელიც ნაცისტებმა დახოცეს. ვის დასჭირდა რომ ეს ადგილი რაკეტების სამიზნედ ექცია. ჰოლოკოსტის მსხვერპლს მტერი ხელახლა კლავს. ბიბინ იარის სიახლოვეს სატელევიზიო ანძა, სპორტული დარბაზი და პარკი განთავსებული - მაინც არ მესმის რატომ დაბომბეს.

ბევრმა რუსმა ჩვენი დედაქალაქის ისტორია საერთოდ არ იცის, თუმცა მათი მეთაურებისგან ამ ისტორიის, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ეროვნების განადგურების ბრძანება აქვთ მიღებული.  ომის პირველ დღეს მტერმა უმი დაბომბა, სადაც ყოველწლიურად ათასობით ებრაელი ჩამოდის სალოცავად, გუშინ კი ბაბინ იარი დაბომბეს, სადაც ნაცისტებმა 100 ათასი ებრაელი დახოცეს. მივმართავ მსოფლიოს ებრაელებს, ნუთუ ვერ ხედავთ რა ხდება ?! მნიშვნელოვანია რომ პირდაპირ ახლა ხმა ამოიღოთ და არ გაჩუმდეთ, რადგან სიჩუმე შობს ნაციზმს. მტერი მთელი ხამის განმავლობაში ბომბავდა ქალაქებს და მშვიდობიან მოქალაქეებს. მარიუპოლი, ხარკოვი, კიევი, ხერსონი და ბევრი სხვა ქალაქები დაიბომბა. ამას ახსნა არ აქვს. რა ღმერთი გაგიწყრათ. რომელი სამხედრო ბაზა იდგა ბაბინ იართან, ან რომელი ნატოს ბაზა არის სოფიას ტაძართან.

ბოლო 7 დღის განმავლობაში მთელი ევროპა და მსოფლიო გავაერთიანეთ. ეს ეხება უბრალო მოქალაქეებსაც.  

გუშინ ევროკავშირი ფეხზე დადგა და უკრაინელ ხალხს ტაში დაგვიკრა... ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფი პროცედურები დავიწყეთ. წარმოიდგინეთ, ნეიტრალურმა შვეიცარიამ, რუსი ოლიგარქებისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭირა, ვიმეორებ - ნეიტრალური შვეიცარია. არ მესმის სხვა ქვეყნები რას ელოდებიან. ახლა არ შეიძლება ნეიტრალურ პოზიციაზე იყო. ამ დროისთვის 6000 ათასი რუსი სამხედროა დაღუპული. წამოიდგინეთ ეს რამდენი სიცოცხლეა. უკრაინას მაინც ვერ აიღებთ. ჩვენი მიწის წინააღმდეგ დაწყებული ომისთვის რუსეთი ტრიბუნალის წინაშე წარსდგება. ჩემო ძვირფასო უკრაინელებო დადგება დრო, როდესაც მშვიდად დავისვენებთ და დავიძინებთ. ეს ომის, გამარჯვებისა და ერთიანობის შემდეგ მოხდება. დღეს უკრაინელები სიძლიერისა და სიმამაცის სიმბოლოები ხართ. დიდება უკრაინას." ამბობს ზელენსკი.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ