უკრაინაში ომს უკვე 153 ბავშვი ემსხვერპლა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყანაში 153 ბავშვი დაიღუპა, 245 კი დაიჭრა. BBC-ის ცნობით, ამ მონაცემებს უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი კიევის ოლქში, ხარკოვის, დონეცკისა და ჩერნიგოვის ოლქებში დაშავდა.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.