კასპის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა ქალს ეძებენ



კასპის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა ქალს ეძებენ

კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ გოსტიბეში 60 წელს გადაცილებულ ქალს რამდენიმე დღეა რაც ეძებენ. 7 აგვისტოს, საღამოს, ნანული მიგრიაული დაკარგული პირუტყვის მოსაძებნად წავიდა და ამ დრომდე არ დაბრუნებულა.

მეზობლების ინფორმაციით, საღამოს მიგრიაულის ოჯახის კუთვნილი საქონელი არ გამოჩნდა და ნანული პირუტყვის მოსაძებნად წავიდა, თუმცა, ისიც თვითონაც გაუჩინარდა.

უშედეგო ძებნის შემდეგ, ოჯახის წევრებმა 112-ზე დარეკეს და მაშველები გამოიძახეს. დაკარგული ქალის სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ