ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსი სამხედროების კონტროლქვეშაა



ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსი სამხედროების კონტროლქვეშაა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსი სამხედროების კონტროლქვეშაა, ამას ადასტურებს როგორც უკრაინის ბირთვული რეგულირების ინსპექცია, ასევე ქალაქ ენერგოდარის მერიც.

გავრცელებული ცნობით ენერგობლოკების მდგომარეობას კვლავ ოპერატიული პერსონალი აკონტროლებს და უზრუნველყოფს მათ მუშაობას უსაფრთხო ექსპლუატაციის ტექნოლოგიური რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად.

"აქამდე კავშირი არ იყო. ვითარება კვლავ რთულია, მაგრამ სადგურზე ხანძარი მართლაც ჩააქრეს. ახლა მთელი მსოფლიო საზოგადოება ჩვენთანაა. დაბომბვა სამ საათზე შეწყდა,"- აცხადებს ენერგოდარის მერი.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის მიერ განხორციელებულ იერიშის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს დაუკავშირდა და გლობალური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ მოუწოდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. ფაქტს გამოეხმაურა თეთრი სახლიც და კანადის პრემიერიც.

ამ ეტაპზე რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ