დეპუტატებს ფურცლები გადააყარეს - საპროტესტო პერფორმანსი სხდომათა დარბაზში
რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში? - ამ შინაარსის ფურცლები დააყარა აქტივისტმა მამუკა ჟუღელმა დეპუტატებს. დღემდე ბავშვები იქ არიან ჩაკეტილები და თქვენ სხედხართ უსაქმურად - ამ სიტყვებით მიმართა ახალგაზრდამ დეპუტატებს.
"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა სხდომათა დარბაზში ფურცლები მაშინ გადმოყარა, როცა საკანონმდებლო ორგანოში სხდომა მიმდინარეობდა.
აქტივისტი ადგილიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა.