ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხაშურის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურში, ცესკო-ს ამ დროის მონაცემებით, ხაშურში არჩევნები „ქართულმა ოცნების“ მერობის კანდიდატმა მოიგო.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, თენგიზ ჩიტიაშვილს 59.082% აქვს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს იოსებ ბუაძეს - 40.918 %.
ხაშურში არსებული 53 უბნიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის ყველა უბნის შემაჯამებელი ოქმია შესული.