სპორტის აიპის თანამშრომლების ჩხუბი გორში - ახალი დეტალები



სპორტის აიპის თანამშრომლების ჩხუბი გორში - ახალი დეტალები

გორის სპორტის აიპის თანამშრომლებმა, თეა კეჩხუაშვილმა და ბესო გიორგაშვილმა ღონისძიების მიმდინარეობისას იჩხუბეს - აღნიშნულს ინციდენტში მონაწილე ორივე მხარე ადასტურებს. მათივე გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, რომ მხარეებმა ერთმანეთზე გაიწიეს და ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ თეა კეჩხუაშვილმა ბესო გიორგაშვილს ხელი ჰკრა. როგორც კეჩხუაშვილი აცხადებს, მან თავი დაიცვა, რადგან გიორგაძემ ფიზიკური ძალადობა სცადა. გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ კეჩხუაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება ორგანიზაციაში დაწყებული რეორგანიზაციის გამო მოხდა. გიორგაძე ინციდენტის დეტალებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ კეჩხუაშვილი მასთან ამბის გასაგებად მივიდა. შეგახსენებთ, რომ სანდო წყაროზე დაყრდნობით TV მონიტორინგმა ექსკლუზიურად დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გაერთიანების დირექტორის მოადგილეზე მისსავე თანამშრომელმა სამსახურიდან გათავისუფლების გამო სცემა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ