საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 880 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 390 945
- მათ შორის გამოჯანმრთელებული - 367 130
- მათ შორის გარდაცვლილი - 5 592
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 36 375, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 22 825, PCR ტესტით - 13 550
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 7,19%, ბოლო 14 დღის - 4,77%, ბოლო 7 დღის - 5,24%
- სულ აცრილია - 368 179, დღიურად აცრილია - 11 073
- კარანტინის რეჟიმში - 70
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 495
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 1 120
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 191 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 174 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 4,1 მილიონზე მეტი