ლიეტუვას მხარდაჭერით, სოფელ ხურვალეთში, საქართველოში ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგური მოეწყო

ლიეტუვას მხარდაჭერით, სოფელ ხურვალეთში, საქართველოში ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგური მოეწყო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში ლიეტუვას პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დევნილთა დასახლებას ეწვია.

ლიეტუვის პრეზიდენტთან ერთად სახელმწიფო მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და განხორციელებული პროექტების, საჭიროებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებების მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც ლიეტუვას მიერ რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილობაში მყოფი მოსახლეობის თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. ლიეტუვას მხარდაჭერით, სოფელ ხურვალეთში, საქართველოში ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგური მოეწყო, რომელიც 140 დევნილ ოჯახს, მათ შორის საბავშვო ბაღს გარკვეული რაოდენობის უფასო ელექტროენერგიით უზრუნველყოფს.

თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ლიეტუვას ძალისხმევას და გიტანას ნაუსედას ვიზიტის მნიშვნელობას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიმდინარე ოკუპაციის შედეგად დაზარებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობას და მათ წინაშე არსებულ საჭიროებებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საერთაშორისო დღის წესრიგში.

„ლიეტუვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მტკიცე და ძლიერი მხარდამჭერია და პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში განსაკუთრებით ნატოს სამიტის წინ ამ მხარდაჭერის თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. ხაზგასასმელია, რომ ლიეტუვას პრეზიდენტმა საქართველოში თავისი ვიზიტი დაიწყო საოკუპაციო ხაზის მონახულებით, ადგილზე გაეცნო მავთულხლართებით შექმნილ მძიმე ვითარებას და მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებს, რის შემდეგაც ჩვენ ვეწვიეთ გამყოფი ხაზის სოფელ ხურვალეთს, სადაც ლიეტუვას მხარდაჭერით საქართველოში ერთ-ერთი უმძლავრესი მზის ელექტროსადგური მოეწყო და შევხდით მოსახლეობას. მინდა აღვნიშნო, რომ უსაზღვროდ მადლიერი ვართ ლიეტუვას როგორც პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, ასევე ამგვარი პროექტების განხორციელებისთვის. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილობაში მყოფ მოსახლეობას. ის ფაქტი, რომ დღემდე სამწუხაროდ, დევნილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საშუალება არის მიმდინარე ოკუპაციის კიდევ ერთი გამოვლინება, რაზეც სრული პასუხიმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რაც უკვე სამართლებრივად გამყარებულია ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით. პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი კი და ყველა ამ თემაზე ჩვენ მიერ გამართული დისკუსია და ის დაინტერესება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ოკუპაციის ქვეშ მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები და შექმნილი ვითარება ოკუპაციის გამო ძალიან მნიშვნელოვნად დგას საერთაშორისო დღის წესრიგში“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ