''პოლიტიკური შანტაჟი'' - თალაკვაძე ხაზარაძის ინიციატივაზე
პოლიტიკური შანტაჟი - ასე აფასებს არჩილ თალაკვაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებას, პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით.
თუ ამას არ გააკეთებთ, ჩვენ პარლამენტში აღარ ვიქნებით და არ შევალთო, ხომ არ გაგონებთ იმ პროცესს, როდესაც შეთანხმებამდე 7 თვის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს რადიკალური ბანაკი პოლიტიკური შანტაჟის გზით ცდილობდნენ პარლამენტის სამუშაო პროცესი დაებლოკათ - აცხადებს თალაკვაძე.