ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა დაიწყო



ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა დაიწყო

ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთში   ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 101 შეხვედრა იწყება.

შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან  კომენტარი, სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გააკეთა. ირაკლი ანთაძის თქმით მხაარები განიხილავენ რამდნიმე საკითხს. დღეს ქართული მხარე უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს ორი მოქალაქის განთავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვს. საუბარია ე.წ ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძესა და გენადი ბესტაევის განთავისუფლებაზე.

ბოლო პერიოდში შიდა ქართლში გააქტიურებული უკანონო ბორდერიზააციაზეც ისაუბრებენ მხარეები. შეგახსენებთ, რომ ბოლო შემთხვევა სოფელ ატოცის მიმდებარედ მოხდა. ე.წ. საზღვარზე ოკუპანტებმა მავთულხლართები გააბეს.

კიდევ ერთი საკითხი რომელსაც მხარეები განიხილავენ, ახალგორის გამშვებ პუნქტზე მოქალაქების გადადგილების შეზღუდვის მოხსნას ეხება. 

ქართული მხარე, შეეცდება გამყოფ ხაზთან მცხოვრები  მოქალაქეებისთვის, სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებასაც. იმდებარე სოფლებში სარწყავი წყლის  პრობლემა 2008 წლის შემდეგ, რაც დეფაქტო ხელისუფლებამ წყლის მოწოდება შეზღუდა, განსაკუთრებით გამწვავდა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ