ოკუპანტებმა წინაგარას მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს



ოკუპანტებმა წინაგარას მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

"საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის

საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ. მათ მიერ განხორციელებული სხვადასხვა სახის უკანონო ქმედება აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების

გარემოს და ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურობას" - ნათქვამია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“, ინფორმირებულია ევროკავშირის

სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ