ირაკლი ღარიბაშვილი - ეკონომიკის შენარჩუნების გზა ვაქცინაციაზე გადის



ირაკლი ღარიბაშვილი - ეკონომიკის შენარჩუნების გზა ვაქცინაციაზე გადის

ჩვენი ქვეყნისთვის არის სწორი გზა, რომ ერთი მხრივ, ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ, ასეთი ზრდა ბევრგან არ არის და მეორე მხრივ, ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ, ასეთი რაოდენობის ვაქცინების შემოტანა, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი და სასიხარულო ამბავია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს სწორი გამოყენება და მოსახლეობისთვის სწორი ახსნა სჭირდება.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეკონომიკის შენარჩუნების გზა ვაქცინაციაზე გადის და ზოგადად ამ სიტუაციის გადარჩენის გზა. ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ჩაკეტვებსა და შეზღუდვებს. ამიტომ, ერთი მხრივ, ჩვენ უნდა ვმართოთ სიტუაცია და ასევე, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის აღდგენასა და ზრდას. ეს ნიშნავს მეტ დასაქმებას, მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ