საინტერესო ფაქტები თოვლის შესახებ, რომელზეც არაფერი გსმენიათ



საინტერესო ფაქტები თოვლის შესახებ, რომელზეც არაფერი გსმენიათ

თოვლი ჩვენთვის გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გაყინული წყლის კრისტალები. პირველ თოვლთან ერთად ნამდვილი ზამთარი დგება ან უბრალოდ ასეთი განცდა გვიჩნდება. ზამთრის სპორტის მოყვარულები სამთო კურორტებისკენ მიემართებიან, ადამიანებს ამ დროს უფრო მეტად ეუფლებათ საზეიმო განწყობა საყვარელი დღესასწაულების აღსანიშნავად.

 

რა არის თოვლი?

თოვლი - ეს არის ატმოსფერული ნალექის ფორმა. ფიფქი იქმნება, როდესაც წყლის მიკროსკოპული წვეთები ღრუბლებში ეწებება მტვრის ნაწილაკებს და იყინება. ახლადშექმნილი ყინულის კრისტალები თავდაპირველად არ აჭარბებეს 0, 1მმ-ს. დიამეტრში, ქვემოთ ვარდნისას მათი ზომა იზრდება ატმოსფეროში არსებული ტენის კონდენსაციის შედეგად.

 

დედამიწის მოსახლეობის დიდ ნაწილს თოვლი საერთოდ არ უნახავს – მხოლოდ სურათებსა და ფილმებში. ჩვენ კი შევეჩვიეთ თოვლს და აღვიქვამთ მას, როგორც მოცემულობას. თუმცა, იმისთვის რომ ერთი ფიფქი შეიქმნას, ატმოსფეროში უნდა მოხდეს კრისტალიზაციის ენერგოხარჯვითი პროცედურა.

იმისთვის რომ ერთი ფიფქი შეიქმნას, საჭიროა მილიონი წყლის მიკროწვეთი. ზამთარში დედამიწაზე ნალექის სახით მოდის დაახლოებით სეპტილიონი (24 ნული) ფიფქი. ახლა შეგვიძლია გავამრავლოთ სეპტილიონი მილიონზე და გავიგოთ წყლის წვეთების რაოდენობა.

 

მოჩვენებითი სიმსუბუქე

 

ფიფქის 95% ჰაერია, ამიტომ მშვიდ ამინდში ის ძალიან ნელა ჩამოდის – 0.9 კმ/სთ. თუმცა, 1 სმ თოვლის საფარისგან 1 ჰექტარზე შეიძლება მივიღოთ 25–35 კუბამეტრი წყალი.

თოვლმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა დედამიწის გეოლოგიურ ისტორიაში. სწორედ იმის გამო, რომ დედამიწაზე თოვლი წამოვიდა, ვულკანური პროცესების შედეგად გახურებული დედამიწის ზედაპირის ტემპერატურამ კლება დაიწყო. ამის წყალობით, პლანეტაზე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი კლიმატური პირობები შეიქმნა. რომ არა თოვლი, დედამიწა პლანეტა ვენერას დაემსგავსებოდა – გავარვარვარებული, სიცოცხლისთვის შეუსაბამო ადგილი.

 

ფიფქების უნიკალურობა

დღეს უკვე კარგად ცნობილი ფაქტია, რომ ბუნებაში ორი ერთნაირი ფიფქი არ არსებობს, თუმცა ამ დასკვნამდე მეცნიერები არცთუ ისე დიდი ხნის წინ მივიდნენ. ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასასრულს ამის შესახებ ცნობილი არ იყო. ამერიკელმა ფოტოგრაფმა, უილსონ ბენტლიმ, იმავე საუკუნის 80-იან წლებში, მიზნად დაისახა ფიფქების კატალოგი შეედგინა.

 

პირველი ფოტოს გადაღება მან 1885 წლის 15 იანვარს მოახერხა. იმ დღიდან მოყოლებული, უილსონ ბენტლიმ 5000-ზე მეტ ფიფქს გადაუღო სურათი, შემდეგ კი მათი შესწავლა დაიწყო თავის ფიზიკოს მეგობართან, პერკინსთან ერთად. ზუსტად ბენტლიმ და პერკინსმა განაცხადეს პირველად, რომ ორი ერთნაირი ფიფქი არ არსებობს. დღეს კი მეცნიერები უფრო შორს წავიდნენ და მათემატიკური ფორმულებით ამტკიცებენ, რომ ფიფქების ფორმების რაოდენობა აჭარბებს ატომების რაოდენობას ადამიანის მიერ კონტროლირებად სამყაროს ნაწილში.

 

თოვლის ფერი

უმეტესობა ჩვენგანი თვლის, რომ თოვლი მხოლოდ თეთრია. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ არის. სიერა-ნევადას მაღალმთიან რეგიონში თოვლი ხშირ შემთხვევაში ვარდისფერია, ამიტომაც მას "საზამთროს" თოვლს უწოდებენ. ასეთ შეფერილობას მასში არსებული წყალმცენარეების Chlamydomonas nivalis –ის გამო იღებს, რომელიც ასტაქსანტინის წითელ პიგმენტს შეიცავს. ისტორიაში ცნობილია ასევე ფაქტები, როდესაც შავი თოვლი წამოვიდა შვედეთში შობა დღეს, 1969 წელს. ამის მიზეზად ცუდი ეკოლოგია დაასახელეს. რაც შეეხება თეთრ თოვლს... ეს ჩვენთვის არის თეთრი. ესკიმოსები კი თოვლის 24 ფერის ტონალობას არჩევენ, საამები კი – 41.

 

თოვლი და მარკეტინგი

უამრავი სახის თოვლი არსებობს, თუმცა მხოლოდ იაპონელებმა შეძლეს და ამ ფაქტის გამოყენებით მარკეტინგული სვლა გააკეთეს. 1980-იანი წლების დასაწყისში იაპონიაში, იმ მიზნით, რომ თხილამურების ადგილობრივი წარმოებისთვის ხელი შეეწყოთ, საზღვარგარეთიდან სამთო-სათხილამურო ინვენტარის იმპორტი შეზღუდეს.

ამის ხელშეწყობისთვის მითიც კი შეთხზეს იაპონიის თოვლის განსაკუთრებულობაზე, რომელზეც საზღვარგარეთული თხილამურებით ვერ შეძლებდნენ სრიალს. იაპონიაში ამისტორიასთან დაკავშირებული საახალწლო სიმღერაც კი გამოჩნდა – თითქოს იაპონელ მოთხილამურე ჩემპიონს ადგილიდან დაძვრა არ შეეძლო, რადგან ის უცხოურ თხილამურებზე იდგა, თოვლი კი მის ქვემოთ განსაკუთრებული, იაპონური იყო.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ