გორის ავტობუსის კონტროლიორმა ბავშვებს დამამცირებელი სიტყვებით მიმართა და ტრანსპორტიდან ჩააგდო

გორის ავტობუსის კონტროლიორმა ბავშვებს დამამცირებელი სიტყვებით მიმართა და ტრანსპორტიდან ჩააგდო

,,ახლავე ჩადით ავტობუსიდან" - ასე მიმართა გორის მუნიციპალური ტრანსპორტის კონტროლიორმა ბავშვებს, რიმლებსაც სატრანსპორტო ბარათები არ ჰქონდათ. 8-10 წლის ბიჭებმა უფროს კაცს სიტყვა არ შეუბრუნეს, შემდეგ გაჩერებაზე უსიტყვოდ დატოვეს ავტობუსი და ფეხით გააგრძელეს გზა. ფაქტს მგზავრების გაღიზიანება მოყვა და კონტროლიორს უთხეს, რომ მოზარდები ავტობუსიდან კი არ უნდა ჩაეყარა, არამედ გაფრთხილება უნდა მიეცა. მოქალაქეებმა კატეგორიულად მოითხოვეს, რომ მოსწავლეებისთვის დაწესდეს შეღავათი, რადგან მსგავს გაუგებრობაში და დამამცირებელ სიტუაციაში არ აღმოჩნდნენ. ადგილობრივი ხელისუფლება ამ დრომდე მუშაობს საშეღავათო პაკეტზე, რიმელშიც სავარაუდოდ მოსწავლეებზეც გავრცელდება. იქამდე კი მოზარდებს მოუწევთ, აიტანონ კონტროლიორების მხრიდან დამამცირებელი მიდგომები.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ