რუსეთმა კიევზე მასირებული იერიში მიიტანა - დაიწვა სახლები

BOG


რუსეთმა კიევზე მასირებული იერიში მიიტანა - დაიწვა სახლები

22 თებერვლის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე მასირებული შეტევა განახორციელეს. იერიშისას გამოიყენეს როგორც დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატები, ისე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები.

სვიატოშინსკის რაიონში საცხოვრებელ მრავალსართულიან კორპუსს ნამსხვრევები დაეცა, რამაც შენობის სახურავზე ხანძარი გამოიწვია.

ცნობილია ასევე, რომ ჰოსპიტალიზებულია ორი ადამიანი - ქალი და ბავშვი. ისინი დედაქალაქის გარეუბანში, კერძო სექტორში ჩამოვარდნილი ნამსხვრევების შედეგად დაშავდნენ.

საჰაერო განგაში დედაქალაქში 03:56-ზე გამოცხადდა. შეტევა რამდენიმე ტალღად განხორციელდა და დილის 06:30-მდე გაგრძელდა.

ამ დროისთვის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. ინფორმაცია ზარალის შესახებ ზუსტდება.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ