ამ წუთებში ქვახვრელში, მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - სამართალდამცველები გორში, ლიბრეს ყაჩაყოფაში ბრალდებულს ეძებენ



ამ წუთებში ქვახვრელში, მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - სამართალდამცველები გორში, ლიბრეს ყაჩაყოფაში ბრალდებულს ეძებენ

ამ წუთებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტვ მონიტორინგის ინფორმაციით, სამართალდამცველები სოფელში იმ პირების დაკავებას ცდილობენ, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ, გორში, გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიათა ქსელი ,,ლიბრე" დააყაჩაღეს. ინფორმაციას ჩვენ ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ.  

ცნობისთვის, სავაჭრო ობიექში ორსული მოლარე-კონსულტანტი სცემეს და დიდი ოდენობით ფული გასტაცეს. ნაცემია ასევე კიდევ ერთი თანამშრომელი.  
ინფორმაცია განახლებადია.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ