საოკუპაციო ძალებმა კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში სანგრები გათხარეს
მორიგი ინციდენტი საოკუპაციო ხაზთან. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამჯერად კასპის მუნიციპალიტეტში გამოჩნდნენ. ოკუპანტები სოფელ საკორინთლოს პერიმეტრზე, ოკუპირებულ მხარეს, სანგრებს თქხრია. ფაქტის ამსახველ ვიდეოს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა აქვეყნებს. ოკუპანტებმა თხრილები გააკეთეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანშიც.
ბორდერიზაციის ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც. უწყებაში ამბობენ, რომ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ე.წ საზღვრის პირა პერიმეტრზე ბოლო პერიოდში ოკუპანტების გააქტიურება მთელი შიდა ქართლის მასშტაბით შეინიშნება. რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ზალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში ახალი საგუშაგოს მოწყობა დაიწყე, გარდა ამისა მავთულხლართები გაავლეს სოფელ ზარდიაანთკარისა და სოფელ ხელჩუას შორის.