მერიაში ირწმუნებიან, რომ გორის მერი მივლინებაშია და არა შვებულებაში
გორის მუნიციპალიტეტის მერის შვებულებაში ყოფნის შესახებ ინფორმაცია დღეს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის პირველმა მოადგილემ გაავრცელა. თამაზ შიაოშვილმა, მოვაჭრეებსა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ,,მერი შვებულებაშია და თქვენთა შესახვედრად ამიტომ ვერ მოვიდაო„. ჟურნალისტები შიოშვილს ჩაეკითხნენ, თუ სად ატარებდა შვებულებას მერი, თუმცა მან ეს არ გაამხილა. მოგვიანებით კი ნათქვამი უარყო და როგორც გორის მერიის პრესსამსახურმა გვითხრა, შიოშვილის განცხადება არასწორად იყო გაგებული. ნათია მდინარიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მერი მივლინებაში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სმუშაო შეხვედრაზე იმყოფება.