ქარელის და დუშეთის მუნიციპალიტეტებში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქონას და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს.
როგორც „ტვ. მონიტორინგს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უპასუხეს, ოკუპირებულ სოფელ ოქონას მიმდებარედ განხორციელებული უკანონო ბორდერიზაცია წარმოადგენს 2021 წლის აპრილში დაწყებული უკანონო პროცესის გაგრძელებას.
„სოფელ გრემისხევის და მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ბორდერიზაცია წარმოადგენს 2021 წელს დაწყებული უკანონო პროცესის გაგრძელებას. უკანონო ე.წ. ბოდერიზაციის აღნიშულ შემთხვევებზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ინფორმაცია გაზიარებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისთვის." - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში