ამირან ქრისტესიაშვილმა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობა დატოვა



ამირან ქრისტესიაშვილმა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობა დატოვა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ,,tv მონიტორინგს“ სამხარეო ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. უწყებაში განაცხადეს, რომ ის სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა. ქრისტესიაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 2019 წლის მარტში მაშინდელმა გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა დანიშნა. სამხარეო ადმინისტრაციაში იმ პერიოდში აცხადებდნენ, რომ ახალი მოადგილე განათლებით იურისტია და ის შიდა ქართლში დევნილეთა საკითხებზე იმუშავებდა. ჯერჯერობით, უცნობია სად გააგრძელებს საქმიანობას და შეუერთდება თუ არა ყოფილი ხელმძღვანელის მსგავსად ისიც გიორგი  გახარიას გუნდს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ