''ასტრაზენეკას'' მსურველები ჩინურ ''სინოფარმს'' ან ''სინოვაკს'' მიიღებენ - გამყრელიძის განცხადება
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პირებს , რომლებიც ''ასტრაზენეკას'' ვაქცინაზე დარეგისტრირდნენ, NCDC ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინას შესთავაზებს
"პირველ დოზაზე ვინც იყო ჩაწერილი მათ შეიძლება შევთავაზოთ სინოფარმით ან სინოვაკით აცრა. ვინც ჩაწერილია და აქვთ მეორე აცრა 10-12 კვირის ფარგლებში, ყველა ეს ადამიანი აიცრება, რადგან დაახლოებით 1 600-მდე დოზა გვაქვს ასტრაზენეკასი და ისინი ყველა აიცრება. ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა პირველი აცრიდან 4-10 კვირამდე, მათ ოდნავ მოთმინებას ვთხოვთ და მათ მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია, თუ როდის შემოდის 43 ათასი დოზა ასტრაზენეკის"- განაცხადა გამყრელიძემ.