რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? | NDI-ს კვლევის შედეგები



რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? | NDI-ს კვლევის შედეგები

NDI-ს კვლევით, მოსახლეობის უმეტესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია და არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.

პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას, თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?  პასუხები ასე გადანაწილდა:

  • არც ერთი პარტია  - 43%  [ბარათი] ; 33% [თვითადმინისტრირებული];
  • ქართული ოცნება - 25% [ბარათი]; 28% [თვითადმინისტრირებული];
  • ენმ - 8% [ბარათი]; 11% [თვითადმინისტრირებული];
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 1% [ბარათი]; 3% [თვითადმინისტრირებული];
  • საქართველოსთვი 0% [ბარათი]; 3% [თვითადმინისტრირებული];
  • სხვა 10% [ბარათი]; 9% [თვითადმინისტრირებული];

განმარტება: შერჩევა გაიყო ორ წარმომადგენლობით ჯგუფად. პირველ შემთხვევაში რესპონდენტს პარტიების გრძელი ჩამონათვალი აჩვენეს ბარათზე და პასუხი მოინიშნა ინტერვიუერმა. 
მეორე ჯგუფის შემთხვევაში რესპოდენტს გადაეცა პლანშეტი პარტიების უფრო მოკლე ჩამონათვალით და რესპონდენტმა თავად მონიშნა პოლიტიკური პარტია.

ახალი კვლევის საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ