კიდევ ერთი თვე მთავრობას - გახელაძის მამამ საზღვრის გადაკვეთა გადაიფიქრა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ, უკანონოდ დატყვევებული ზაზა გახელაძის მამა, მიშა გახელაძე საოკუპაციო ხაზს აღარ გადაკვეთს. გახელაძის განცხადებით, ითვალისწინებს პატრიარქის თხოვნას და ხელისუფლებას მისი შვილის უკან დასაბრუნებლად ერთ თვიან ვადას აძლევს.
თუმცა, გახელაძეების ოჯახი საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიან აქციას დღეს მაინც გამართავს. ისინი რამდენიმე საათში ქვემო ჭალაში შეიკრიბებიან და მსვლელობით ცენტრალური მაგისტრალისკენ გადაინაცვლებენ.
ადგილზე დილიდან მობილიზებულია სამართალდამცავთა განსაკუთრებული რაოდენობა.