თავის ტრავმა, შუბლზე ნახეთქი ჭრილობები და კიდურების დაზიანება - როგორია იმ მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც გორთან პოლიციის ეკიპაჟი დაეჯახა



თავის ტრავმა, შუბლზე ნახეთქი ჭრილობები და კიდურების დაზიანება - როგორია იმ მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც გორთან პოლიციის ეკიპაჟი დაეჯახა

ცოტა ხნის წინ, ბერბუკთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ამის შესახებ ,,ტვ მონიტორინგს" გორის სამხედრო ჰოსპიტალში განუცხადეს:

,,ჰოსპიტალში შემოყვანილია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი პირი - ქალი და მამაკაცი. ქალს აღენიშნებოდა თავის ტრავმა, შუბლის მიდამოში ნახეთქი ჭრილობა და ასევე ზედა კიდურის ტრავმა. მამაკაცს ზედაპირული დაზიანებები არ აღენიშნებოდა, უტარდება კლინიკო-ლაბორატორიული დიაგნოსტიკური კვლევები " - იგორ გეორგიანი, ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელი

 

,,ტვ მონიტორინგის" ინფორმაციით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში არიან მოთავსებულები დაშავებული პოლიციელები, რომლთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასაც სამედიცინო დაწესებულება არ ავრცელებს

ასევე შეგიძლიათ იხილოთ