გორის მაჟორიტარი პარტია „საქართველოსთვის“ ოფისების დახურვაზე
„საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი ოფისი რომელ მისამართზე იქნება - ჩვენ დღეს ვართ აქ, ხვალ დაგვჭირდება სხვა ოფისში ვიქნებით, მაგრამ ეს იმ შეუქცევად პროცესზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.“ - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
პარტია ,,საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი ხაზს უსვამს, რომ მხარდამჭერთა და პარტიის წევრთა რაოდენობა იზრდება. ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონალური ოფისი გორში გუშინ გაიხსნა და გავრცელებული ინფორმაციით გახარიას პარტიას შენობას მეპატრონე ატოვებინებს.