დღეიდან საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება



დღეიდან საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ზუსტად ორ თვეში, 2 ოქტომბერს ჩატარდება. განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა 2 აგვისტოს გამოსცა და მას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

არჩევნებში მონაწილე პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას დღეიდან უკვე ოფიციალურად იწყებენ. ამ პროცესში კი, პოლიტიკურ ძალებს გარკვეული რეგულაციების დაცვა მოუწევთ, რომლებიც შარლ მიშელის შეთანხმების მეორე პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო რეფორმის მიღების შემდეგ დამტკიცდა.

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, უფრო მკაცრად რეგულირდება, მათ შორის, საჯარო მოხელეთა ჩართულობა წინასაარჩევნო კამპანიაში. ამასთან, შეიზღუდა პერიმეტრი და გაფართოვდა მასშტაბი, სადაც, არჩევნებთან დაკავშირებით, მოქალაქეთა თუ სხვა პირთა გამოკითხვა არ შეიძლება.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ