,,ტვ მონიტორინგის“ სიუჟეტის შემდეგ, არაადამიანურ პირობებში მცხოვრებ ჩხიკვაძეებს ქარელის მერიამ კოტეჯი შეუძინა



,,ტვ მონიტორინგის“ სიუჟეტის შემდეგ, არაადამიანურ პირობებში მცხოვრებ ჩხიკვაძეებს ქარელის მერიამ კოტეჯი შეუძინა

სოფელ რუისში მცხოვრებ, უკიდურესად გაჭირვებულ  4 სულიან ოჯახს ქარელის მერიამ საცხოვრებელი კოტეჯი მას შემდეგ შეუძინა, რაც  ჩხიკვაძეების გასაჭირის შესახებ მასალა ,,ტვ მონიტორინგმა“ მოამზადა.  სიუჟეტი ტელევიზიის ეთერში 16 ნოემბერს გავიდა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.  

 

საკითხი სიუჟეტის გასვლიდან ორი დღის შემდეგ შეისწავლეს და ქარელის მერიამ სარეზერვო ფონდიდან კოტეჯის შესაძენად თანხის გამოყოფა გადაწყვიტა.  16 300 ლარის ფარდგებში ოჯახს საცხოვრებელი კონტეინერი და და პირველადი საჭიროების ნივთები შეუძინეს

 

სიუჟეტის სანახავად დააჭირეთ აქ

ცნობისთვის, ჩხიკვაძეები არასათანადო პირობებში სამი წლის განმავლობასი ცხოვრობდნენ. ოჯახს საცხოვრებელი სახელდახელოდ, ხის ფიცრებით ჰქონდა მოწყობილი, სადაც ცხოვრება გაუსაძლისი იყო.  

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ