ყოველი მე-3 მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა | NDI-ს კვლევის შედეგები
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობას ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ.
გამოკითხულთა 45%-მა თქვა, რომ ახლა უფრო ნაკლები შესაძლებლობა აქვს, 2019 წლის ივლისში იგივეს გამოკითხულთა 43% ამბობდა.
ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა
ახალი კვლევის საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%. იხილეთ: