გორის დემოკრატიის სკოლა არჩევნებში მონაწილე მერობის კანდიდატებთან შეხვედრების ციკლს იწყებს
გორის დემოკრატიის სკოლა არჩევნებში მონაწილე მერობის კანდიდატებთან შეხვედრების ციკლს იწყებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) დემოკრატიის სკოლებისა და Drive Democracy-ის კურსდამთავრებულებისთვის, ასევე რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, იწყებს შეხვედრების
ციკლს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის
არჩევნებში მონაწილე მერობის კანდიდატებთან.
აღნიშნული შეხვედრები ტარდება პროექტის "დემოკრატიული პოლიტიკური კულტურისა და კონსტრუქციული პოლიტიკური
დებატების გაძლიერება საქართველოში
პარტიების პროგრამებისა და მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერის გზით" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოში
ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დახმარებით.
გიწვევთ, პირველი შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 9 სექტემბერს, ხუთშაბათს, 11 საათზე, ონლაინ ფორმატში (ზუმის საშუალებით),
სადაც საკუთარ ხედვებსა და წინასაარჩევნო პროგრამებს წარმოგვიდგენენ
შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატები:
• გორი - ვასილ მახარაშვილი,
• ხაშური - იოსებ ბუაძე,
• კასპი - ნუგზარ ნონიაშვილი,
• ქარელი - ნიკოლოზ ახალკაცი
შეხვედრის მეორე ნაწილში, პროექტ “რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისათვის“ (Drive Democracy) მონაწილეები მერობის კანდიდატებსა და დამსწრეებს გააცნობენ მათ მიერ მომზადებულ მოქალაქეთა ხედვის
დოკუმენტებს - ადგილობრივ დონეზე გამოვლენილ
პრობლემებს და რეკომენდაციის სახით, მათი გადაჭრის შესაძლო გზებს.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)
ფინანსური მხარდაჭერითა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით,
EECMD მუდმივად ცდილობს სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებისა და ტრენინგების საშუალებით ხელი შეუწყოს პოლიტიკურ
პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თემატური დისკუსიის წარმოებას, რათა ერთი მხრივ,
პოლიტიკურ სუბიექტებს შესაძლებლობა მიეცეთ, მსმენელებს გააცნონ საარჩევნო პროგრამა და მეორე მხრივ,
მოქალაქეებმა შეძლონ, კანდიდატებს პირადად დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.
შევხედრა გაგრძელდება 1 - 1,5 საათს და დასწრება შეგიძლიათ ამ ბმულის საშუალებით:
Meeting ID: 977 1878 3094
მოწვევას თან ერთვის პროექტ DRIVE Democracy -ის მონაწილეთა მიერ მომზადებული მოქალაქეთა ხედვის
დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები.