უმწეო მოქალაქეთა კვებაზე კასპის მერია 2023 წელს 136 680 ლარს დახარჯავს
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უმწეო პირების კვებისთვის ტენდერი გამოაცხადა. შესაბამის დახმარებას, სატენდერო დუკუმენტების მიხედვით, მერია 2023 წელს 80 ბენეფიციარს გაუწევს. აღნიშნულისთვის კი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 136 680 ლარის დახარჯვა იგეგმება.
კასპის მუნიციპალიტეტის მერია უმწეო პირების კვებას ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით უზრუნველყოფს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით გათვლილია დღიური მენიუს შემადგენლობაც.