მზით დამწვრობის შემთხვევებმა იმატა - სწორად გარუჯვის წესები



მზით დამწვრობის შემთხვევებმა იმატა - სწორად გარუჯვის წესები

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით წელს მზით დამწვრობის შემთხვევები 10%-ითაა მომატებული - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. გუგა ქაშიბაძის თქმით, კლინიკაში დამწვრობით მისულ რამდენიმე პაციენტს მკურნალობა სტაციონარში დასჭირდა.

"მზით დამწვრობა ბოლო წლებთან შედარებით მომატებულია სადღაც 10%-ით. ბევრმა პაციენტმა მოგვმართა, დაახლოებით 200-მა მიიღო სერვისი, აქედან გარკვეულ რაოდენობას დაჭირდა სტაციონარული მკურნალობა," - აცხადებს გუგა ქაშიბაძე.

ქაშიბაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, შუადღის საათებში მოერიდონ მზეზე ყოფნას, გარუჯვისას კი გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალებები.

"11-17 საათამდე მოვერიდოთ მზეზე ხანგრძლივად დაყოვნებას და რუჯის მიღებისას აუცილებლად გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემები,"- განაცხადა ექიმმა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ