გორში ტაბლოები გათიშულია - მგზავრები პანიკაში არიან



გორში ტაბლოები გათიშულია - მგზავრები პანიკაში არიან

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას მგზავრები ვეღარ აკონტროლებენ. ამბობენ, რომ საკონტროლო დაფა, სადაც ავტობუსების მარშრუტის გაგებაა შესაძლებელი გათიშულია და საათობოთ მოცდა უწევთ. მგზავრები პრობლემის აღმოფხვრას სააგენტოს დროულად სთხოვს.

,,ვეღარ ვიგებ დაველოდო თუ არა, ან რამდენი ხანი ველოდო. გათიშულია დაფა. ბევრი საქმე მაქვს და ეს მაფერხებს„ - გვითხრა ერთ-ერთმა მგზავრმა.

მოქალაქეები ამბობენ, რომ აღნიშნული პრბლემა ხშირია. ტაბლოები განსაკუთრებით უამინდობისას და ცივ ამინდში ითიშება.

 

 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ