ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის ამბულატორია მინიმალურ პირობებსაც კი ვერ აკმაყოფილებს - სახალხო დამცველის ანგარიში
სახალხო დამცველი „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.
ანგარიშში მოხვდა ხაშურის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის ამბულატორია. ანგარიშის მიხედვით, ქვიშხეთის ამბულატორია განთავსებულია მოძველებული და ამორტიზებული შენობის მეორე სართულზე. ასასვლელი კიბე არ არის მორგებული შშმპ პირების საჭიროებებზე. შენობაში არ არის წყალმომარაგების სისტემა, გათბობა. შენობა ვერ აკმაყოფილებს სანიტარიული ნორმების და ჰიგიენის სტანდარტის მინიმალურ მოთხოვნებს. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის ამბულატორია განთავსებულია კერძო სახლის მეორე სართულზე და ასევე ვერ აკმაყოფილებს „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ მინიმალურ მოთხოვნებსაც კი. შენობაში არ არის წყალმომარაგების სისტემა, გათბობა. შენობა ვერ აკმაყოფილებს სანიტარიული ნორმების და ჰიგიენის სტანდარტის მინიმალურ მოთხოვნებს.
ანგარიში ვრცლად https://www.ombudsman.ge/res/docs/2022120811061477006.pdf