სოფელ კირბალთან რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

BOG


სოფელ კირბალთან რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ზურაბ დათიაშვილი გაათავისუფლეს.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

ზურაბ დათიაშვილი სოფელ კირბალთან დღეს გაიტაცეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებული იყო ცხელი ხაზი, ასევე ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ