ამ კვლევებში ჩვენც და ოპოზიციასაც ეჭვი ეპარება - ''ოცნება'' IPSOS-ის კვლევებზე
"ქართული ოცნება" IPSOS-ის კვლევებს ეჭვის თვალით უყურებს და ამბობენ, რომ ისინი 43%-ს დამაჯერებლად გადააბიჯებენ.
"ამ კვლევებში ეჭვი გვეპარება და არა მხოლოდ ჩვენ გვეპარება, ოპოზიციის დიდ ნაწილსაც ეპარება ეჭვი. ზოგადად, ეს კვლევები, რომელიც გამოქვეყნდა დიდ ეჭვს იწვევს ჩვენში, და ჩვენ იგივე კვლევები რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყნდებოდა, ვნახეთ, რომ აბსოლუტურად აცდა საბოლოო შედეგებს, ამიტომ, ნდობა რა თქმა უნდა, ამ კვლევის მიმართ არ არსებობს", - თქვა შალვა პაპუშვილმა.