სტალინის გამზირზე მოაჯირების მონტაჟი მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, სტალინის გამზირზე მოაჯირების მონტაჟი მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ლითონის დეკორატიული მოაჯირები გამწვანებული სივრცეების ირგვლივ და ტროტუარების გასწვრივ მოეწყობა.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად მოხდება ტროტუარის იზოლირება ტრანსპორტის სავალი ნაწილისგან, რაც ქვეითთა უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს.