ბავშვი გახდა ცუდად - გორის მეცხრე სკოლაში სასწრაფო მივიდა



ბავშვი გახდა ცუდად - გორის მეცხრე სკოლაში სასწრაფო მივიდა

მეცხრე საჯარო სკოლაში სასწრაფო გამოიძახეს. ,,ტვ მონიტორინგის“ ინფორმაციით, სამედიცინო დახმარების გაწევა ერთ-ერთ მოსწავლეს დასჭირდა, რომელიც შეუძლოდ გახდა. მოზარდს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. მოზარდის ჯანმრთელობის მგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  რა გახდა ბავშვის ცუდად გახდომის მიზეზი, ჯერ-ჯერობით სკოლაში არაფერს ამბობენ. დამატებით დეტალებს ადგილზე ჩვენი ჟურნალისტი არკვევს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ