ინციდენტი ,,ვილა პარკში“ - რა მოხდა სინამდვილეში



ინციდენტი ,,ვილა პარკში“ - რა მოხდა სინამდვილეში

რესტორანი ,,ვილა პარკის“ მეპატრონის მხრიდან, ადგილი არ ჰქონია დანის ან იარაღის გამოყენებას“ - ასე ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც ინციდენტს უშუალოდ  შეესწრო. მამაკაცი ყვება, რომ კვების ობიექტის ეზოში უსიამოვნო სიტუაცია ნამდვილად შეიქნა, რაც მალევე განიმუხტა და სხვა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, არც ნაცემია ვინმე.

,,არაფერი საგანგაშო არ მომხდარა რესტორანში. მე იქ ვიყავი და ყველაფერს ვაკვირდებოდი. რამდენიმე ახალგაზრდა 14-15 წლის ბიჭები გავიდნენ ეზოში და სურათების გადაღება გადაწყვიტეს ობიექტის მეპატრონეს მანქანასთან. ავტომობილთან დადგა რამდენიმე მათგანი, ერთი კი მანქანაზე ზემოდან აძვრა და ფეხებით შედგა. ამ დროს დაინახეს ეს ვითარება და უთხრეს, რომ ასეთი მოქცევა არ იყო მიზანშეწონილი. ხოდა ცოტა ხმამაღალი საუბარი შედგა, თუმცა იქ არავინ არავის არც უცემია და არც დანის და იარაღის გამოყენება არ მომხდარა. ეს რა ინფორმაციას ვრცელდება, სავარაუდოდ მიზანმიმართულია“- გვითხრა ინციდენტის თვითმხილველმა.

,,ვილა პარკში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაცია დღეს გავრცელდა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ