ამერიკული კომპანია „მერკის“ ცნობით, მათ მიერ შექმნილი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აბები ინფიცირებულებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს ანახევრებს



ამერიკული კომპანია „მერკის“ ცნობით, მათ მიერ შექმნილი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აბები ინფიცირებულებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს ანახევრებს

ამერიკული კომპანია „მერკის“ მიერ შექმნილი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აბები ინფიცირებულებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს ანახევრებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ კომპანია „მერკის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანიის მიერ გავრცელებული ცნობით, აშშ-ისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ჯანდაცვის უწყებებისგან „მერკი“ აბების გამოყენებაზე ავტორიზაციას მოითხოვს.

როგორც მედია წერს, „მერკის“ მედიკამენტი იქნება პირველი აბი, რომელიც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ სამკურნალოდ დაიშვება, რაც პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება. „მერკისა“ და მისი პარტნიორის, „რიჯბექ ბიოთერაპევტიქსის“ მიერ შექმნილი მედიკამენტი, სახელწოდებით „მოლნუპირავირი“ „კოვიდ-19“-ის სიმპტომებიდან ხუთ დღეში 50 პროცენტით ამცირებს გართულებებს.

კვლევები 775 ზრდასრულ ადამიანში ჩატარდა, რომლებიც სიმსუქნის, დიაბეტისა და გულის დაავადებების გამო, მაღალი რისკის ზონაში იყვნენ. ადრეული კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ პრეპარატი არაეფექტურია იმ პაციენტებში, რომლებიც მძიმე დაავადებებით უკვე საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ