დაკავება შიდა ქართლში



დაკავება შიდა ქართლში

პოლიციამ საქართველოს რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო. ჯამში დაკავებულია  13 პირი, მათ შორის არიან შიდა ქართლიდანაც. აქ სამართალდამცველებმა ორი პირი აიყვანეს. გამოძიების ვერსიით, მათგან ერთმა  ცეცხლსასროლი პისტოლეტები უკანონოდ გაასაღა, ხოლო  მეორეს უკანონო იაღაღი ავტომობილში უპოვეს.  მიმდინარეობს გამოძიება.

,,შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1992 წელს დაბადებული გ.ს. და 1998 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ს.-მ ცეცხლსასროლი პისტოლეტები გ.მ.-ზე უკანონოდ გაასაღა. სამართალდამცველებმა თბილისში, გ.მ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი პისტოლეტები ნივთმტკიცებად ამოიღეს.“ - წერია განცხადებაში.

დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ