15 ჭრილობა თავის, კისრის და კიდურების არეში - როგორია გორში ავტომობილში ნაპოვნი დაჭრილი მოქალაქის მდგომარეობა



15 ჭრილობა თავის, კისრის და კიდურების არეში - როგორია გორში ავტომობილში ნაპოვნი დაჭრილი მოქალაქის მდგომარეობა

კრიმინალური შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ გორში, სამართალდამცველებმა შემთხვევით გააჩერეს ავტომობილი, რომლითაც სავარაუდოდ დაჭრილი 50 წლამდე ასაკის მამაკაცი უნდა გადემალათ. მოქალაქეს ცივი იარაით 15-მდე ჭრილობა თავის, კისრის და კიდურების არეში ჰქონდა მიყენებული. ის დაუყოვნებლივ გორმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ამ წუთებში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმების განცხადებით, დაჭრილის ჯანმრთელკობის მდგომარეეობა სტაბილურად მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება, 19/108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ამ დროისთვის უცნობია, იდენტიფიცირებულია თუ არა თავდამსხმელი პირი, ან დაკაავა თუ არა პოლიციამ ის.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ