თამარ მურალოვა თუ გიორგი სოსიაშვილი - ვისზე დებს ფსონს ,,ქართული ოცნება“?
გორსა და კასპში ახალი მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს. ,,ქართულ ოცნებაში“ კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები უკვე დაწყებულია. ,,ტვ მონიტორინგს“ სანდო წყარო უყვება, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს გორის სახელმწიფო უნივერსიტატის რექტორთან, გიორგი სოსიასვილთან და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილესთან, თამარ მურალოვთან. ,,ტვ მონიტორინგი“ ორივე მათგანს ესაუბრა. მურალოვა აცხადებს, რომ მასთან ამ საკითხზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს და გამორიცხავს, რომ ის იყოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ,,ოცნებიდან“. რაც შეეხება სოსიაშვილს, ის აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალებზე არ საუბრობს და თქვა, რომ ის საქმიანობას უნივერსიტეტში განაგრძონს.
,,არ ვიცი რაზე საუბრობთ. ჯერ შემოთავაზება არ ყოფილა. მე ვარ თანამდებობის პირი და უნივერსიტეტში ვაგრძელებ საქმიანობას“ - განაცხადა სოსიასვილმა.
,,ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე ვიქნები მაჟორიტარობის კანდიდატი სიმართლეს არ შეესაბამება“ - თქვა მურალოვამ.
ჯერ-ჯერობით უცნობია შუალედური არჩევნების ჩატარების თარიღი. ის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა ჩანიშნოს. კანონი ადგენს, რომ 15 იანვრიდან 15 ივნისამდე თუ მოხდა უფლებამოსილების შეწყვეტა, ამ შემთხვევაში არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩაინიშნოს.
ცნობიუსთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, თანაპარტიელმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის წევრის მანდატისა და პარტიის დატოვების გადაწყვეტილება 6 თებერვალს მიიღო. სწორედ აღნიშნულის გამო გახდა საჭირო ხელახალი არჩევნების ჩატარება გორი-კასპის მაჟორიტარულ ოლქში.