გორი, ხაშური, კასპი და ქარელი - საკრებულოს წევრების გაცდენები სხდომებზე



გორი, ხაშური, კასპი და ქარელი - საკრებულოს წევრების გაცდენები სხდომებზე

 საკრებულოს წევრების მიერ სხდომებზე დასწრების სტატისტიკის მიხედვით, შიდა ქართლში გასულ წელს ყველაზე მეტი გაცდენა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაფიქსირდა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სულ 27 წევრი ყავს, მთელი წლის განმავლობაში კი სხდომებზე გაცდენის 111 შემთხვევა დაფიქსირდა. გაცდენების მაღალი მაჩვენებლით ხაშურის საკრებულო, ქვეყნის მასშტაბით ტოპ ათეულშიც მოხვდა და მერვე ადგილი დაიკავა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის შემდეგ შიდა ქართლში, დეპუტატებმა ყველაზე მეტჯერ სხდომები გორში გააცდინეს. 2022 წელს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მხრიდან 86 გაცდენის შემთხვევა დაფიქსირდა. შემდეგ მოდის ქარელი სადაც 56 გაცდენა აღინიშნა და აქედან 21 შემთხვევა არასაპატიო მიზეზით გაცდენად ჩაითვალა. აღსანიშნავია, რომ ქარელის გრდა საპატიო და არასაპატიო მიზეზით გაცდენებზე ინფორმაცია კვლეის მონაწილეებს შიდა ქართლის არცერთმა მუნიციპალიტეტმა არ მიაწოდა. 

4 მუნიციპალიტს შორის ყველაზე ცოტა გაცდენა საკრებულოს წევრებს კასპის მუნიციპალიტეტში ჰქონდათ. რაც შეეხება ყველაზე მეტ გაცდენებს ქვეყნის მაშტაბით მარტვილის, ზუგდიდის და ადიგენის საკრებულოებში დაფიქსირდა.

გამოკვეთილი საჭიროებებიდან გამომდინარე, კვლევის ორგანიზატორების მიერ რეკომენდაციები გაიცა რომლებსაც უცვლელად გთავაზობთ:

- მნიშვნელოვანია, საკრებულოს სხდომებზე წევრების დასწრების საორგანიზაციო ნაწილის მოწესრიგება. კერძოდ, მეტი ანგარიშვალდებულებისთვის, დასწრების უფრო დეტალური აღრიცხვა, რაც საკრებულოს წევრების მიერ სხდომებზე დასწრების მაჩვენებლის საპატიო/არასაპატიო მიზეზით გამიჯვნასა და დეტალური სტატისტიკის წარმოებას გულისხმობს.

- მომავალში, ადგილობრივ დონეზე ელექტრონული სისტემების დანარგვის ჭრილში, რეკომენდირებულია ონლაინ აღრიცხვის სისტემის დანერგვა და დასწრების მაჩვენებლების პროაქტიული ხელმისაწვდომობა.

- მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტების საკრებულოების თითოეულმა წევრმა განსაზღვრული წესის შესაბამისად მოაწყოს საჯარო შეხვედრა საკუთარ ამომრჩევლებთან და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

- საჭიროა მუნიციპალიტეტების ვებგვერდის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა და საკრებულოს წევრის მიერ წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის ამსახველი ანგარიშების ან/და ანგარიშის მოსმენის ოქმების გამოქვეყნება. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული დოკუმენტები, შესაბამისი დასახელებით, განთავასებული იყოს ვებგვერდის შესაბამის და მარტივად მოსაძებნ სექციაში. 

- სასურველია საკრებულოს წევრებისმხრიდან მოხდეს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის დეტალური ანგარიშგება, რაც მათ მიერ მომზადებულ ანგარიშში საზედამხედველო საქმიანობის განხორციელების, ინიციატივათა წარდგენის, სათათბირო ორგანოების შექმნის და მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხების გადაჭრის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი სახით წარდგენას გულისხმობს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ