უკრაინაში დაღუპული მებრძოლი 32 წლის ქარელელი დავით ქუჩუკიანია
უკრაინაში, ფრონტის ხაზზე გარდაცვლილი ორი ქართველი მებრძოლიდან ერთი, 32 წლის დავით ქუჩუკიანია. შემზარავი ამბის შესახებ უკვე იციან ქარელში, სადაც ქართველი მებრძოლის ოჯახი ცხოვრობს. დავით ქუჩუკიანი გამოცდილი სამხედრო იყო, მონაწილეობდა ავღანეთში, სამშვიდობო მისიაში. ამასთან, რუსეთ-უკრაინის ომში, რამდენიმე თვის წინ, ის მძიმედაც დაიჭრა, თუმცა მაშინ ექიმებმა ახალგაზრდა კაცის გადარჩენა შეძლეს.
რაც შეეხება გუშინ, ბახმუტთან მომხდარ შეტაკებისას დაჭრილ სამ ქართველ მებრძოლს, სამივე მათგანი ადგილიდან უკვე გაიყვანეს.