ავერსის გორის კლინიკაში ხანძარია - მოხდა ხალხის ევაკუაცია



ავერსის გორის კლინიკაში ხანძარია - მოხდა ხალხის ევაკუაცია

ავერსის კლინიკის წმინდაწყლის ფილიალიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა. როგორც გაირკვა მიზეზი შენობის დაკვამლიანება გახდა. კლინიკა რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო. ჩვენი ინფორმაციით, ცეცხლი მრიცხველს გაუჩნდა, რამაც შენობის დაკვამლიანება გამოიწვია.

,,ცეცხლი ჩააქრეს უკვე და აღდგენილია მუშაობა, დაკვამლიანებისა და სიგნალიზაციის გამო, დროებით დაატოვებინეს ადგილი პაციენტებს“ - აცხადებენ კლინიკაში.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. კლინიკა ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ