გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა



გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

პუბლიცისტი და დიპლომატი გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას მისი შვილი თეონა ჩარკვიანი ავრცელებს.

გელა ჩარკვიანი 1939 წელს, თბილისში, საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერის კანდიდ ჩარკვიანისა და მისი ოფთალმოლოგი მეუღლის, თამარ ჯაოშვილის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. საბოლოოდ 1963 წელს დაამთავრა ჭავჭავაძის უცხო ენათა ინსტიტუტი. ჩარკვიანმა ასპირანტურა 1970 წელს,აშშ-ში, მიჩიგანის უნივერსიტეტში გაიარა. ეს ის პერიოდია, როცა აშშ-ში პიკს აღწევდა ახალგაზრდული რევოლუცია. ჩარკვიანის თქმით, ამერიკაში გატარებულმა დრომ, მის მსოფლმხედველობაში ძირეული ცვლილებები მოახდინა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ