საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს



საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ორშაბათს  ჰერაკლიონის პროკურატურამ 42 წლის კაცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ირკვევა, რომ კაცი ჰერაკლიონის ცენტრალური საპორტო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დააკავეს, როდესაც მან  პორტში შემოსული გემიდან 60 გრამზე მეტი ჰაშიშის შემცველი შეფუთვა მიიღო.

ბერძნული მედიის თანახმად, დაკავებული ამბობს, რომ პაკეტი ნაცნობის სახელით მიიღო და მისთვის ცნობილი იყო, რომ შეფუთვაში საკვები უნდა ყოფილიყო. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ