ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა



ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ჰენანის პროვინციაში სტიქიამ, სულ მცირე, 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ქვეყანაში სამძებრო-სამუშაოები გრძელდება. ჩინეთში მაშველების დასახმარებლად სოციალურ მედიასაც იყენებენ. WEIBO-ს პლატფორმა გახდა ონლაინ სივრცე, რომელიც დახარების მსურველ ადამიანებს სამაშველო ჯგუფებთან აკავშირებს.

ბოლო დღეებში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა და კალაპოტიდან გადავიდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მდინარე ხუანხე. ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ჩინეთის ჰენანის პროვინციის მიწისქვეშა რკინიგზის გვირაბი, რის გამოც ხალხი გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. დატბორილია 10-ზე მეტი ქალაქი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ