კასპის მუნიციპალიტეტში შვილმა 80 წლის დედას უმოწყალოდ სცემა

BOG


კასპის მუნიციპალიტეტში შვილმა 80 წლის დედას უმოწყალოდ სცემა

კასპის მუნიციპალიტეტში 60-წლამდე ასაკის მამაკაცი, 80 წლის დედის ცემის ბრალდებით დააკავეს. ,,ტვ მონიტორინგის“ ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ზემო ხანდაკში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ძალადობაში არაერთხელ იყო მხილებული. ადგილობრივების ინფორმაციით, დედის ცემის გამო  იგი სასჯელს ადრეც იხდიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახური ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნტით (მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) მიმდინარეობს. 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ